გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ოთარ შამუგია კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

14-09-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) აღმასრულებელ დირექტორს, ტობიას მიუნხმაიერს შეხვდა.


მინისტრმა მადლობა გადაუხადა ტობიას მიუნხმაიერს მრავალი წლის განმავლობაში გაწეული მხარდაჭერისა და წარმატებული თანამშრომლობისთვის და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფონდს საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი.


მხარეებმა მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. ოთარ შამუგიამ ბიომრავალფეროვნების დაცვის პრიორიტეტულობაზე და ამ მიმართულებით დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.


შეხვედრაზე ტობიას მიუნხმაიერმა აღნიშნა, რომ კავკასიის ბუნების ფონდი მომავალშიც გეგმავს აქტიური თანამშრომლობის გაგრძელებას.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილეები იური ნოზაძე და ნინო თანდილაშვილი, ასევე, სამინისტროს შესაბამისი  სამსახურების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.