გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ეკატერინე იმედაძე: ქვეყნის ციფრული პოტენციალისა და რეგიონთაშორისი ციფრული დერეფნების შექმნაში სატელეკომუნიკაციო სექტორს უმნიშვნელოვანესი როლი აქვს

14-09-2022

კომუნიკაციების კომისიის წევრი ეკატერინე იმედაძე საერთაშორისო ციფრული კავშირის სამიტზე სიტყვით გამოვიდა, სადაც საქართველოში ციფრული შესაძლებლობების განვითარების უპირატესობასა და ციფრული ჰაბის ჩამოყალიბებაზე გაამახვილა ყურადღება. სამიტის ფარგლებში, ციფრული შესაძლებლობების განვითარებასა და რეალიზების გზებს ვრცელი პანელი მიეძღვნა, რომელსაც სწორედ კომუნიკაციების კომისიის წევრი ეკატერინე იმედაძე გაუძღვა. სესიაში მონაწილეობა მოწვეულმა ექსპერტებმა და ადგილობრივმა ოპერატორებმა მიიღეს.
 
„მოხარული ვარ, რომ ჩვენს ქვეყანაში იმართება საერთაშორისო ციფრული კავშირის სამიტი, რომელიც რეგიონთაშორისი კავშირისა და ციფრული სერვისების დერეფნების განვითარებას ეძღვნება.  კომუნიკაციების კომისიის,  როგორც სამიტის თანაორგანიზატორის სახელით შესაძლებლობა მაქვს გამოვეხმაურო ამ თემის აქტუალობას:  ციფრული ეკონომიკის განვითარების, ქვეყნის ციფრული პოტენციალის  გახსნის და რეგიონთაშორისი ციფრული დერეფნებისთვის ხელშემწყობი პირობების შექმნაში დამეთანხმებით, რომ სატელეკომუნიკაციო სექტორს აქვს უმნიშვნელოვანესი ხელშემწყობი როლი - რადგან მოგეხსენებათ, სწორედ ტელეკომის  ინფრასტრუქტურაზე უნდა გაიაროს ციფრულმა სერვისებმა. ამასთანავე, კომუნიკაციების კომისია, როგორც დარგის ზედამხედველი თავის უპირველეს ამოცანებში განსაზღვრავს ტელეკომის ბაზრის გახსნას - ინფრასტრუქტურაზე დაშვებას, ინფრასტრუქტურის გაზიარების ჩარჩოს შექმნას, ასევე ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური უპირატესობების რეალიზებას, მოქნილი და ჰარმონიზებული სარეგულაციო გარემოს მაქსიმალურად მისადაგებას ციფრულ ეკონომიკაში ინვესტიციების წასახალისებლად. დარგის ცოდნის და პოტენციალის გაზრდის მიზნით მარეგულირებელ თუ სხვა დარგის მოწინავე ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობას. ამ მიმართულებებს შორის ასევე მნიშვნელოვანია კომუნიკაციების კომისიის როლი ქვეყანაში ციფრული წიგნიერების ხელშეწყობის თვალსაზრისით - რაც ასევე კომისიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა", - განაცხადა ეკატერინე იმედაძემ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.
 
ეკატერინე იმედაძემ სიტყვით გამოსვლისას სამხრეთ კავკასიის ციფრული კორიდორების ეკონომიკური პოტენციალის რეალიზებასა და  რეგიონში ციფრული სერვისების მიმწოდებელი ჰაბის ფორმირების პროცესში, სატელეკომუნიკაციო სექტორის და კომუნიკაციების კომისიის, როგორც დარგის ექსპერტისა და ზედამხედველის როლზე ისაუბრა.
 
„მოგეხსენებათ რომ მსგავსი საერთაშორისო პროექტის  ხელშეწყობა უშუალოდ ფიზიკური სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის და ციფრული უნარების განვითარებასთან ერთად გულისხმობს ასევე სამართლებრივი და სარეგულაციო გარემოს - როგორც ინფრასტრუქტურის შექმნას. ამ თვალსაზრისით ვფიქრობთ, რომ ჩვენ ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან ერთად გვაქვს საკმაოდ ფართო გამოცდილება ჰარმონიზებული სარეგულაციო ჩარჩოს შემუშავების, რომელიც შეგვიძლია მოვახმაროთ რეგიონში ამ ინიციატივის რეალიზებას. საქართველოს რეგიონული პოტენციალი - გახდეს რეგიონის ციფრული ჰაბი სამხრეთ კავკასიაში, რაც მისი გეოპოლიტიკური პოტენციალის ასევე არსებული სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის და ჰარმონიზებული საკანონმდებლო და სარეგულაციო ჩარჩოს  მეშვეობით არის შესაძლებელი", - განაცხადა კომუნიკაციების კომისიის წევრმა.