გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ონის მუნიციპალიტეტში საჩხერის საავადმყოფოს ბაზაზე, ახალი საავადმყოფოს რეაბილიტაცია ოქტომბრის ბოლომდე დასრულდება

14-09-2022

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, პირველ მოადგილე - ქრისტინა კობახიძესთან და ონის მუნიციპალიტეტის მერთან სერგი ხიდეშელთან ერთად, ქ. ონში ჩაჩაშვილის ქუჩაზე არსებული შენობა-ნაგებობის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულეს, რომელიც ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების საფუძველზე დროებით სარგებლობაში სს საჩხერის საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანებას გადაეცა.

 

შეგახსენებთ რომ მიმდინარე წლის ივნისის თვეში, ონის მუნიციპალიტეტის მერიასა და სს საჩხერის საავადმყოფო-პოლიკლინიკურ გაერთიანებას შორის უთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა. რაც გულისხმობს ქ. ონში ჩაჩაშვილის ქუჩაზე არსებული შენობა-ნაგებობის დროებით სარგებლობაში გადაცემას სს საჩხერის საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანებისთვის.

 

ხელშეკრულების ფარგლებში შენობა-ნაგებობა სრულად გარემონტდება და აღიჭურვება თანამედროვე სამედიცინო დიაგნოსტიკური აპარატურით.

 

ადგილზე ჩატარდება ლაბორატორიული, დიაგნოსტიკური და მაღალტექნოლოგიური კვლევები, როგორიცაა კომპიუტერული ტომოგრაფია.

 

ადგილობრივებს შეეძლებათ, ისარგებლონ გეგმიური და გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურებით.

 

გეგმიური ამბულატორიული მომსახურება: ოჯახის ექიმი, გინეკოლოგი, ქირურგი, უროლოგი, ნევროლოგი, ტრავმატოლოგი, ონკოლოგი, ენდოკრინოლოგი, კარდიოლოგი, პედიატრი, ბავშვთა ნევროლოგი, ანგიოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი.

 

გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება: კლინიკაში 24 საათიან რეჟიმში, კვირაში 7 დღე იქნება რეანომობილი.

 

ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის - გოჩა ენუქიძის, სახელმწიფო რწმუნებულის - პაპუნა მარგველიძის ინიციატივით ასევე სს საჩხერის საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანების დირექტორის - მიხეილ ქამუშაძის, დირექტორის მოადგილის - ბესარიონ სიმონიშვილის და მუნიციპალიტეტის მერის - სერგი ხიდეშელის ძალისხმევით.