გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ბათუმის ხელოვნურ კუნძულს წამყვანი ამერიკელი არქიტექტორები დააპროექტებენ

14-09-2022

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ამერიკული კომპანიის „შოფ არქითექთს"-ის წარმომადგენლებს შეხვდა. ამერიკული კომპანია „ბათუმი აილენდი"-ს პროექტზე იმუშავებს. 
 
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სტუმრებს ბათუმის საინვესტიციო გარემო და ტურისტული პოტენციალი გააცნო.  „ბათუმის აილენდის" უნიკალური არქიტექტურის მქონე ნაგებობის შექმნისთვის საერთაშორისო და საუკეთესო პრაქტიკა იქნება გათვალისწინებული. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, პროექტი იქნება თანამედროვე და ბათუმზე მორგებული. კომპანია „შოფ არქითექთს"-ს ინოვაციური პროექტების საერთაშორისო გამოცდილება აქვს.
 
ბათუმში უმსხვილესი საინვესტიციო პროექტის "ამბასადორი ბათუმი აილენდი"-ს  განხორციელება იწყება, რომელიც ულტრათანამედროვე გასართობ-გამაჯანსაღებელი ტიპის ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი კუნძულის შექმნასა და მათზე ინფრასტრუქტურის მოწყობას მოიცავს. პროექტის პირველი ფაზის განსახორციელებლად 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას კომპანია ამბასადორი განახორციელებს, სადაც 2000 ადამიანი დასაქმდება.