გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მამუკა ბახტაძე: პარლამენტს შევთავაზებ, შევქმნათ ეკოომბუდსმენის პოსტი, რათა უფრო აქტიურად დავიცვათ და განვავითაროთ ჩვენი ბუნება

19-06-2018

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოსთვის ბუნება პრიორიტეტულია, ამიტომ აუცილებელია მისი მეტად დაცვა და განვითარება მოხდეს.
ამ მიზნით, ბახტაძე ეკოომბუდსმენის პოსტის შექმნის ინიციატივით გამოდის.
ამის შესახებ ბახტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხდა, სადაც იგი დეპუტატების წინაშე წარდგა.
„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა ეკონომიკური ხასიათის, ეხება კიდევ ერთ მნიშვნელოვან მომენტს, რომელსაც ეფუძნება ჩვენი ბიზნესგარემო. ესაა ჩვენი საგადასახადო და საბაჟო კოდექსი, რომელიც ვეღარ პასუხობს იმ გამოწვევებს და მოლოდინებს, რომელიც დღეს არის საზოგადოებაში, მოძველებულია. შესამიბამისად, ჩვენი ინიციატივაა ღია პლატფორმაზე საჯარო სექტორთან ერთად შევქმნათ ახალი საბაჟო და საგადასახადო კოდექსი. 
როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ეკონომიკის განვითარებაზე, ჩვენ უნდა გვესმოდეს, თუ რა პოტენციალი აქვს ჩვენს ძირითად აქტივებს ქვეყანაში. ამ კუთხით ჩვენი ბუნება არის ნომერ პირველი პრიორიტეტი. ის, რაც ჩვენ ბოლო წლებში მივიღეთ, ძალიან გულდასაწყვეტია. 
აქედან გამომდინარე, მე საქართველოს პარლამენტს შევთავაზებ, შემოვიღოთ ეკოომუდსმენის პოსტი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, საჯარო სექტორთან ერთად, უფრო აქტიურად დავიცვათ და განვავითაროთ ჩვენი ბუნება. ეს ი ქნება ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა მწვანე ეკონომიკის განვითარებისთვის, სწორედ მწვანე ეკონომიკა იქნება 21-ე საუკუნის მთავარი ტრენდი“- განაცხადა ბახტაძემ.