14-09-2022
დიდად ვაფასებთ გერმანიის პოლიტიკურ მხარდაჭერას, რომელიც აუცილებელია ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე წარმატებების მისაღწევად და რეგიონში მშვიდობის უზრუნველსაყოფად, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში" გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერთან შეხვედრის შემდეგ წერს.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ გერმანიაში მისი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ფედერალურ კანცლერთან საუბარი შეეხო გერმანიასა და საქართველოს შორის მჭიდრო პარტნიორობას და განხილულ იქნა სტრატეგიული თანამშრომლობის გაძლიერების გზები.
"გერმანიაში ჩემი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მქონდა ფედერალურ კანცლერთან შეხვედრის პატივი. შეხვედრაზე ყურადღება გავამახვილეთ გერმანიასა და საქართველოს შორის მჭიდრო პარტნიორობაზე და განვიხილეთ სტრატეგიული თანამშრომლობის გაძლიერების გზები. დიდად ვაფასებთ გერმანიის პოლიტიკურ მხარდაჭერას, რომელიც აუცილებელია ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე წარმატებების მისაღწევად და რეგიონში მშვიდობის უზრუნველსაყოფად,"- წერს პრემიერ-მინისტრი.