19-06-2018
გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ “კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგნეტოს” დირექტორმა, მომღერალმა გიორგი ნადიბაიძემ თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას “რადიო მოზაიკა” ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ნადიბაიძემ თანამდებობა საკუთარი ინიციატივით დატოვა. როგორც ნადიბაიძე განმარტავს, მუშაობას იმ სფეროში გააგრძელებს, სადაც მანამდე საქმიანობდა.
სააგენტოს ხელმძღვანელად გიორგი ნადიბაიძე 2018 წლის იანვარში დაინიშნა. მანამდე ის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ხელმძღვანელი იყო.