გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მეორე ფრონტი იქნება უმძიმესი, გამანადგურებელი შედეგების მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის, არავითარი შანტაჟი ბიძინა ივანიშვილს არ აიძულებს, ასეთი ნაბიჯი გადადგას - ირაკლი კობახიძე

15-09-2022

ბიძინა ივანიშვილი არც ერთ შემთხვევაში არ გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც ქვეყანას განადგურებას უქადის და ასეთია მეორე ფრონტი. მეორე ფრონტი იქნება უმძიმესი, გამანადგურებელი შედეგების მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის და არავითარი შანტაჟი მას არ აიძულებს, რომ ასეთი ნაბიჯი გადადგას, ეს მან საჯაროდ თქვა - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერში" განაცხადა.ბიძინა ივანიშვილი არც ერთ შემთხვევაში არ გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც ქვეყანას განადგურებას უქადის და ასეთია მეორე ფრონტი. მეორე ფრონტი იქნება უმძიმესი, გამანადგურებელი შედეგების მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის და არავითარი შანტაჟი მას არ აიძულებს, რომ ასეთი ნაბიჯი გადადგას, ეს მან საჯაროდ თქვა - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერში" განაცხადა.


მისი თქმით, არსებობს რაღაც ომის პარტია, ამ ომის პარტიას აქვს ქართული ფილიალი მათ შორის ნაცმოძრაობის სახით და სწორედ ამ შანტაჟის ინტერესებიდან გამომდინარე, ისინი ავრცელებენ ასეთ ინფორმაციას, იღებენ ასეთ რეზოლუციებს, რომლებიც მთლიანად სიცრუით არის გაჯერებული.


"ეს არის ომის პარტია თავის ფილიალით, ნაცმოძრაობის სახით საქართველოში, მათ აქვთ ინტერესი, რომ საქართველოში გაიხსნას მეორე ფრონტი და ამასთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული. რაც არის ღია ინფორმაცია, ამას საზოგადოება აკვირდება. ესენი არიან მაგალითად უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები, ცალკეული ევროპარლამენტარები. ინტერესია მეორე ფრონტი. ისინი ხედავენ, რომ ჩვენ არ ვიღებთ გადაწყვეტილებას ომთან დაკავშირებით, არ ვდგამთ შესაბამის ნაბიჯს, იციან მათ ბიძინა ივანიშვილის გავლენა საზოგადოებაში, ის გუნდის დამფუძნებელია და რომ მოინდომოს პოლიტიკაში დაბრუნება, მისთვის ეს ძალიან ადვილი იქნება ყველაფრის გათვალისწინებით, მისი რესურსის, მის მიმართ საზოგადოების და გუნდის დამოკიდებულების გათვალისწინებით და მას შეუძლია ამაზე თეორიულად გავლენის მოხდენა. თუმცა, მან დააფიქსირა თავის წერილში, რომ არც ერთ შემთხვევაში, რაც არ უნდა მილიარდ ნახევარი დოლარი თუ ნებისმიერი რამ გაუჩერონ, ის არც ერთ შემთხვევაში არ გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც ქვეყანას განადგურებას უქადის და ასეთია მეორე ფრონტი. მეორე ფრონტი იქნება უმძიმესი, გამანადგურებელი შედეგების მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის და არავითარი შანტაჟი მას არ აიძულებს, რომ ასეთი ნაბიჯი გადადგას. ეს მან საჯაროდ თქვა. ჩვენ დასაკარგი ბევრად ნაკლები გვაქვს, ვიდრე ბიძინა ივანიშვილს, შანტაჟი ჩვენ მიმართაც შეიძლება განხორციელდეს და შეიძლება ხორციელდება კიდეც სხვადასხვა ფორმით, მაგრამ ვერაფერი ჩვენ ვერ გვაიძულებს, რომ ქვეყნის განადგურებას მოვაწეროთ ხელი, ეს გამორიცხულია“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.