გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ხულოში და ქედაში რამდენიმე ობიექტს ძეგლის სტატუსი მიენიჭა

15-09-2022

სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივით სსიპ „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს“ წარედგინა აღნიშნული ობიექტების: („თამარ მეფის წყარო“ – ქედის მუნიციპალიტეტი, სოფელი პირველი მაისი – XI-XIII საუკუნეები; 2) შუა საუკუნეების წყარო – ქედის მუნიციპალიტეტი, სოფელი კოლოტაური (ჯინისის უბანი) 3) შუა საუკუნეების წყარო – ქედის მუნიციპალიტეტი, სოფელ კოლოტაური – განვითარებული შუა საუკუნეები; 4) ახმედ ბეგ ხიმშიაშვილის სახლი – ხულოს მუნიციპალიტეტი, დაბა ხულო, ტბელ აბუსერისძის ქუჩა N5 – XIX საუკუნის 20-იანი წლები; 5) „ბეგების სასაფლაო“ – ხიმშიაშვილთა საგვარეულო საძვალე – ხულოს მუნიციპალიტეტი, სოფელი დეკანაშვილები – XIX საუკუნე) შესაბამისი დოკუმენტაცია ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე სსიპ „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს“ გენერალური დირექტორის 2022 წლის 14 სექტემბრის ბრძანებით აღნიშნულ ობიექტებს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.