19-06-2018
ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენ წელს სოციალური კომპონენტის გასაძლიერებლად შინაგან საქმეთა სამინისტროში ვიწყებთ ბინათმშენებლობის ახლა პროგრამას, რომელიც თბილისს, რუსთავს, ქუთაისს, ბათუმსა და ზუგდიდს მოიცავს, - ამის შესახებ შსს-ს მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ეს იქნება ის კომპონენტი, რომელიც სოციალურ გარანტიებს გაზრდის თითეული პოლიციელისათვის. ასევე ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მსგავსი სოციალური გარანტიები კიდევ უფრო გამაძლიებელი კომპონენტი იქნება იმისთვის, რომ საუკეთსო ახალგაზრდები მოვიზიდოთ შინაგან საქმეთა სამინისტროში“, - განაცხადა გახარიამ.
გარდა ამისა, მან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ 1 ივლისიდან 13 200 პოლიციელს ხელფასი 250 ლარით გაეზრდება.
რადიო "ათინათი"