გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ოლაფ შოლცი: ევროპულ საბჭოში ამ ზაფხულში საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის პერსპექტივის გახსნაზე შევთანხმდით, ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე სიამოვნებით გაგიწევთ დახმარებას

15-09-2022

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი ოლაფ შოლცი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში" ეხმაურება.
 
ოლაფ შოლცი აღნიშნავს, რომ ევროპულ საბჭოში საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის პერსპექტივის გახსნაზე შეთანხმდნენ.
 
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი აღნიშნავს, რომ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე გერმანია სიამოვნებით გაუწევს საქართველოს დახმარებას.
 
„ბატონო პრემიერო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბერლინში! ევროპულ საბჭოში ამ ზაფხულში საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის პერსპექტივის გახსნაზე შევთანხმდით. მოვუწოდებ საქართველოს, ამისთვის საჭირო რეფორმებთან დაკავშირებული ნაბიჯების გადადგმისკენ. ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ჩვენ სიამოვნებით გაგიწევთ დახმარებას",- აღნიშნავს ოლაფ შოლცი.