გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სეს მოუწოდებს მოსახლეობას აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მექანიკური მეთოდები გამოიყენონ

15-09-2022

ტემპერატურის კლებასთან ერთად, აზიური ფაროსანა გამოსაზამთრებლად ემზადება. მავნებელი ტყის პირებიდან საცხოვრებელი სახლებისა და მიტოვებული შენობებისაკენ გადაადგილდება, რის გამოც, იგი ხშირად გვხვდება საკარმიდამო ნაკვეთებში. ამ პერიოდში, განსაკუთრებით ეფექტურია სახლის პირობებში მავნებლის მექანიკური მეთოდების გამოყენებით განადგურება, სწორედ ამიტომ უმნიშვნელოვანესია მოსახლეობის ჩართულობა და გააქტიურება.

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი აქტიურად აგრძელებს მავნებლის მონიტორინგსა და ბრძოლის სხვა ღონისძიებებს. დასავლეთ საქართველოში ტერიტორიები თერმული ნისლისა და ცივი შესხურების მეთოდების გამოყენებით მუშავდება, არაყვავილოვან მცენარეებზე განთავსებულია „მოიზიდე და გაანადგურე" სადგურები, მიმდინარეობს წერტილოვანი წამლობები.

პარალელურად, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები მოსახლეობასთან საინფორმაციო/საკონსულტაციო შეხვედრებს მართავენ და მექანიკური ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას აწვდიან: გამოსაზამთრებლად ადგილის მაძიებელი მავნებლის მოზიდვა და შემდგომ მისი განადგურება შესაძლებელია მუყაოს ან სხვა მასალის ყუთის ფორმის მარტივი კონსტრუქციებითრომლებიც თავსდება საცხოვრებელი სახლების მახლობლადმშრალმზიან ადგილას; ეფექტურია .მოიზიდე და გაანადგურემეთოდიც - ინსექტიციდით გაჟღენთილი ბადე ან ქსოვილი თავსდება საცხოვრებლის პერიმეტრზესადაც მავნებლის მოზიდვის მიზნითმაგრდება ნათურა ან ფერომონიბადესთან კონტაქტის შედეგადმავნებელი ნადგურდება.

ზამთრის პერიოდში განადგურებული თითოეული მავნებელი ნიშნავს მომავალი სეზონისთვის აზიური ფაროსანას რიცხოვნობისა და, შესაბამისად, ეკონომიკური ზარალის შემცირებას.

მექანიკური ღონისძიებების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზეhttps://nfa.gov.ge/Ge/Files/ViewFile/488