გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

19 სექტემბრიდან, საბაჟო პროცედურაში საქონლის წინასწარი დეკლარირება მხოლოდ ელექტრონული ფორმით განხორციელდება

15-09-2022

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომმიმდინარე წლის 19 სექტემბრიდან, იზღუდება (აღარ განხორციელდება) წინასწარი დეკლარირების მიზნით, საბაჟო პროცედურის (გარდა თავისუფალი ზონის პროცედურისა) განსაზღვრისათვის დოკუმენტების მატერიალური ფორმით მიღება (გაფორმების ეკონომიკურ ზონებში ვიზიტით). წინასწარი დეკლარირება, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსატან და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატან საქონელზე,  საბაჟო ორგანოს მიერ განხორციელდება მხოლოდ ელექტრონული მომართვით, შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის www.rs.ge ავტორიზებული მომხმარებლის მეშვეობით, განცხადების წარდგენის საფუძველზე.

 

აღნიშნული ცვლილების შესახებ, საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართულ პირთა ინფორმირება უკვე  განხორციელდა  ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის საშუალებით, პირად შეტყობინებებში ინფორმაციის მიწოდებით.

 

დამატებითი ინფორმაცია და ვიდეო სახელმძღვანელო  ელექტრონული განაცხადის შევსების წესის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:

- https://www.youtube.com/watch?v=H0lBlpST9rQ&t=1s

 

 

  • ელექტრონულად გამოგზავნილი დოკუმენტების საფუძველზე დეკლარაციის შევსების მოთხოვნა

 

https://rs.ge/ServicesCatalog?elservices&guid=E877D7400B5B5F52E053790214AC19D4

 

  • წინასწარი დეკლარირება იმპორტი

 

https://rs.ge/ServicesCatalog?Preliminarydeclaringimport&guid=E877E297103A83BAE0537A0214ACEDF4