გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ძლიერი წვიმისა და უამინდობის გამო გომბორის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა

20-06-2018

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძლიერი წვიმისა და უამინდობის გამო გომბორის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდა. საავტომობილო მოძრაობას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო დეპარტამენტის თანამშრომლები არეგულირებენ. 
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, კახეთის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები თბილისი-ბაკურციხე-თელავის საავტომობილო მაგისტრალით ისარგებლებენ. გომბორის უღელტეხილზე ავტომანქანით გადაადგილება ამინდის გაუმჯობესებისთანავე აღდგება.

"ინტერპრესნიუსი"