გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

შავი ზღვის სანაპიროზე დელფინების გამორიყვის ფაქტებთან დაკავშირებით მოქალაქეებს აფრთხილებენ

20-06-2018

შავი ზღვის სანაპირო ზოლში ზღვის ძუძუმწოვრების (დელფინების) გამორიყვის ფაქტებთან დაკავშირებით კომპლექსური კვლევები მიმდინარეობს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

"სამწუხაროდ სანაპირო ზოლში ზღვის ძუძუმწოვრების გამორიყვის ფაქტები სხვადასხვა ქვეყნებშიც ფიქსირდება, მიზეზად ვირუსული დაავადებები და გარკვეული ტიპის დაბინძურება სახელდება. გარემოს დაცვისა სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოუწოდებს მოსახლეობას მოერიდონ გამორიყულ ზღვის ძუძუმწოვართან კონტაქტს და მსგავსი ფაქტების დაფიქსიერების შემთხვევაში დარეკონ ცხელ ხაზზე (153)", - წერია სამინისტროს განცხადებაში.

imedinews.ge