გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ჯუანშერ ბურჭულაძე: ჩვენი მთავრობის დაანონსებული გზა, პოლიტიკა არის მშვიდობა რეგიონში

16-09-2022

ჩვენი მთავრობის დაანონსებული და არჩეული გზა და პოლიტიკა არის მშვიდობა რეგიონში, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.


„მშვიდობა რეგიონში არ მოიცავს მარტო კავკასიის რეგიონს. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ და ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ როლი შევასრულოთ მშვიდობაში. ეს იქნება კავკასიის თუ უფრო დიდი რეგიონის მასშტაბით. რაც შეეხება სომხეთ-აზერბაიჯანს შორის განვითარებულ მოვლენებს, ჩვენი როლი აქ იქნება მხოლოდ მშვიდობა. ჩვენ ყოველთვის იმ მოლაპარაკებების ინიციატორები ვიქნებით, სადაც საშუალება გვექნება. ეს იქნება ტყვეთა გაცვლა თუ რაიმე ქმედება. ეს იყო პრემიერის ინიციატივა და ეს იყო სამაგალითო ყველასთვის“, - განაცხადა მინისტრმა.