გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

საქართველოში ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსით 1500-მდე ადამიანი სარგებლობს

20-06-2018

საქართველოში ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსით 1500-მდე პირი სარგებლობს. ამის შესახებ სახალხო დამცველის განცხადებაში წერია, რომელიც ლტოლვილთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გავრცელდა.

ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოშიც იზრდება თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი, რომელმაც პიკს 2014-2015 წლებში მიაღწია. დღეისათვის საქართველოში 1500-მდე პირი სარგებლობს ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსით. მათი უმრავლესობა რუსეთის, ერაყის, უკრაინის და სირიის მოქალაქეები არიან.

"თავშესაფრის უფლება ადამიანის უფლებათა სამართლით გარანტირებული უფლებაა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან დაცული იყოს ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელ პირთა საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობით აღიარებული უფლებები.

საქართველოს სახალხო დამცველი უერთდება ლტოლვილთა საერთაშორისო დღის აღნიშვნას და იმედს გამოთქვამს, რომ უზრუნველყოფილი იქნება ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელ პირთა საერთაშორისო დაცვა და მათი პრობლემების მოგვარების გრძელვადიანი გადაწყვეტილებების ხელშეწყობა", - წერია სახალხო დამცველის განცხადებში.

imedinews.ge