გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

m&i Forum -ი საქართველოს საქმიანი ტურიზმის მიმართულებას სწავლობს

16-09-2022

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ორგანიზებით საქართველოს საქმიანი ტურიზმის ინდუსტრიის ერთ-ერთი უდიდესი ფორუმების გაერთიანების  m&i Forum ხელმძღვანელები ეწვივნენ.

 

m&i Forum-ის გაყიდვების დირექტორი ელი კაშემა ბინ მუზიგვა და ბიზნეს განვითარების დირექტორი ფარუჰ ჰასიმოვი საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს გაეცნენ.

 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო რამდენიმე წელი მოლაპარაკებას მართავს   m&i Forum-თან საქართველოში  ღონისძიებების ჩატარების მიზნით.

 

ვიზიტის ფარგლებში m&i Forum წარმომადგენლებმა თბილისში  საგამოფენო სივრცეები და  სასტუმროები დაათვალიერეს. m&i Forum შეაფასებს თუ რამდენად მზად არის ქვეყანა უმასპინძლოს მასშტაბურ ღონისძიებებს.  მაღალი რანგის სტუმრებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი შეხვდნენ.

 

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა m&i Forum - ის 2023 წელს ყოველწლიური შეხვედრის საქართველოში ჩატარების შესაძლებლობაზე.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიის აღდგენის პროცესი სწრაფად მიმდინარეობს. მთავრობა, ტურისტულ ინდუსტრიასთან თანამშრომლობით, აქტიურად მუშაობს როგორც ახალ პოტენციურ ბაზრებზე გასასვლელად, ასევე ახალი ტურისტული პროდუქტების შესათავაზებლად. ამ მხრივ, საქმიანი ტურიზმის განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტია.