გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან წითელაშვილი BAG-ის წარმომადგენლებს შეხვდა

16-09-2022

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან წითელაშვილმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.


შეხვედრაზემხარეებმა, კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით განხორციელებული ორი მნიშვნელოვანი პროექტი განიხილეს, კერძოდ: მეთოდური მითითებასავაჭრო ობიექტებში გამოვლენილი არასასურსათო საქონლის არაარსებითი დანაკარგების დანაკლისად განუხილველობის შესახებ და სპეციალისტის მოწვევის გარეშე, ადვილად მსხვრევადი საქონლის (მინა,  კერამიკული მასალები და სხვა მსგავსი ადვილად მსხვრევადი სამშენებლო-სარემონტო საქონელი) ჩამოწერის ლიმიტის ცვლილების და პირთა წრის გაფართოების შესახებ.


აღნიშნული ცვლილების ფარგლებში, არასასურსათო საქონელზე დანაკარგის ნორმა - 0,5%-ით განისაზღვრება და ის წინა კალენდარული წლის განმავლობაში გადასახადის გადამხდელის სავაჭრო ობიექტებიდან რეალიზებული, მათ შორის დანაკლისად დაბეგრილი არასასურსათო საქონლის სარეალიზაციო ღირებულებათა ჯამიდან გაიანგარიშება. რაც შეეხება, ადვილად მსხვრევადი საქონლის ჩამოწერის ლიმიტის ზრდისა  და მოსარგებლე პირთა წრის გაფართოების შესახებ ცვლილებას, ფორმირდება შემდეგი შინაარსით:

  • ჩამოწერას დაექვემდებარება, მხოლოდ ადვილად მსხვრევადი საქონელი, რომლის სააღრიცხვო ღირებულება მსხვილი კატეგორიის გადასახადის გადამხდელის შემთხვევაში არ აღემატება 25 000 ლარს, ხოლო საშუალო კატეგორიის გადასახადის გადამხდელის შემთხვევაში - არ აღემატება 3 000 ლარს;
  • გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია, ადვილად მსხვრევადი საქონლის ჩამოწერასთან დაკავშირებით განცხადება წარმოადგინოს კალენდარული თვის განმავლობაში ერთი სავაჭრო ობიექტიდან ერთხელ;
  • იმ შემთხვევაში, თუ გადასახადის გადამხდელი საქმიანობას ახორციელებს ერთზე მეტი სავაჭრო ობიექტიდან, იგი უფლებამოსილია ადვილად მსხვრევადი საქონლის ჩამოწერის შესახებ განცხადება წარმოადგინოს თითოეული ობიექტიდან ცალ-ცალკე, კალენდარული თვის განმავლობაში ერთხელ, რომელთა ჯამური სააღრიცხვო ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს პირის მიმართ დადგენილლიმიტს.

შეხვედრა, რომელიც დიალოგის ფორმატში წარიმართა საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი რომან ბუღაძე, ასევე BAG-ის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე,  საგადასახადო-საბაჟო მიმართულების მენეჯერი შოთა კომლაძე, რითეილთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე მირანდა მანჯგალაძე და წევრი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.