გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ სიმინდის საყანე ფართობების დამუშავება დაიწყო

20-06-2018

აზიური ფაროსანასგან სიმინდის დაცვის მიზნით , დასავლეთ საქართველოში საყანე ფართობების დამუშავება დაიწყო. 
სურსათის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახურის ცნობით, პირველ ეტაპზე წამლობითი ღონისძიებები აბაშის მუნიციპალიტეტში, ე.წ. „ანჟელის მასივში“ მიმდინარეობს, სადაც მობილიზებულია 12 ერთეული სპეციალიზებული ტექნიკა. ივლისის შუა რიცხვებიდან კი დაგეგმილია სიმინდის ფართობების მასშტაბური დამუშავება.
სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე ,აზიური ფაროსანას გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ტყის პერიმეტრზე, ბუფერულ ზონებში, დაცული ტერიტორიების მიმდებარედ დამონტაჟებულია 60 ათასამდე „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური. 
სამეგრელოს, გურიის, იმერეთის რეგიონების და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მავნებელი ფიქსირდება, წამლობა თერმული ნისლის ტექნოლოგიით და ცივი შესხურებით, ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. 
ამ დროისთვის თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავებულია 200 ათასამდე ჰექტარი, ცივი შესხურებით - 5200 ჰექტარი. ღონისძიებები ჩატარდა 22 მუნიციპალიტეტის 382 სოფელში.