გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

საქართველო დასუფთავების მსოფლიო დღეს უერთდება

17-09-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა,  შვედეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ერიკ ილესმა და არასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო“ თავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, შპს „თბილსერვის ჯგუფის” 50 თანამშრომელთან ერთად, დასუფთავების აქციაში მიიღეს მონაწილეობა.

 

„დასუფთავების მსოფლიო დღე სამი დღის განმავლობაში აღინიშნება საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში და მისი მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და  დასუფთავების პროცესში მეტი ჩართულობაა. მნიშვნელოვანია, რომ ეს არ იყოს მხოლოდ ერთი აქციის ფორმატი, გახდეს  ყოველდღიური ცხოვრების წესი; ნარჩენების მართვა ჩვენ ქვეყანაშიც უნდა  განხორციელდეს სწორედ ისე, როგორც თანამედროვე ევროპულ ქვეყნებში“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა.

 

„შვედეთი უკვე მრავალი წელია ხელს უწყობს საქართველოს დასუფთავების ინიციატივას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია გარემოს დაცვისთვის. შვედეთის გამოცდილებიდან ვიცით, რომ აუცილებელია შევწყვიტოთ დაბინძურება, ყველა ჩვენგანმა აიღოს პასუხისმგებლობა და ჩაერთოს ამ აქტივობებში“, - განაცხადა შვედეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ერიკ ილესმა.

 

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს მსოფლიო კამპანიის დევიზია: „ადგილობრივი გარემოსდაცვითი ქმედებების მხარდაჭერა, რათა შეიცვალოს სამყარო“ (Supporting local environmental action to make a world of difference).

 

კამპანია ხორციელდება შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით. პროექტი ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციების „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო“,  „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ (KGT) და საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“ მიერ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის თანამშრომლობის ფარგლებში.