გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ოთარ შამუგია ჩეხეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრ ზდენეკ ნეკულას შეხვდა

18-09-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ჩეხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ქ. პრაღაში გამართულ მინისტერიალში მონაწილეობის პარალელურად, ოთარ შამუგიას, სამუშაო შეხვედრები აქვს დაგეგმილი.


ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ჩეხეთის რესპუბლიკის  სოფლის მეურნეობის მინისტრ ზდენეკ ნეკულასშეხვდა.


ოთარ შამუგიამ  მადლობა გადაუხადა ჩეხ კოლეგას სოფლის მეურნეობის მინისტერიალზე საქართველოს მხარის მიწვევისთვის და აღნიშნა,რომ მინისტერიალი კარგი პლატფორმაა მოსაზრებების გაზიარებისა და სასურსათო უსაფრთხოების  მიმართულებით არსებული გამოწვევების დასაძლევი კონკრეტული ღონისძიებების დაგეგმვისთვის.


შეხვედრაზე, ოთარ შამუგიამ ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობის მხრიდან საქართველოსთვის გაწეული მრავალწლიანი მხარდაჭერის და ქვეყნებს შორის წარმატებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.


საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ჩეხი კოლეგა საქართველოში მოიწვია აგრარულ დარგში არსებული ვითარების გასაცნობად და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებების განსახილველად.