გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ევროკავშირის ახალ პროექტზე „ნარჩენების მართვა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარება საქართველოში“ იმსჯელეს

18-09-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრისმოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ევროკავშირის ახალი პროექტის „ნარჩენების მართვა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარება საქართველოში“ ჯგუფის ხელმძღვანელს დაგ ჰიკმანს შეხვდა.

 

შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ ისაუბრა ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობის შესახებ და ყურადღება ქვეყანაში ცირკულარული ეკონომიკის განვითარების საჭიროებაზე გაამახვილა.

 

საუბარი შეეხო ქვეყანაშიინერტული, სამშენებლო, ნგრევის ნარჩენების შეგროვების და რეცირკულირების თანამედროვე მიდგომების დანერგვისა დანარჩენების ინტეგრირებული  მონაცემთა ბაზების შექმნის მნიშვნელობის საკითხებს.

 

პროექტი, რომლის მიზანსაც ცირკულარული ეკონომიკის კონცეფციის დანერგვა და მხარდაჭერა წარმოადგენსორი წლის განმავლობაში გაგრძელდება და ნარჩენების მართვის პრაქტიკის გაუმჯობესებასთან ერთადხელს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციის იმპლემენტაციას  შეუწყობს.