გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ქუთაისის "მადლიერების სახლში" საჭმელში თაგვის ცურცლები იპოვეს

20-06-2018

ქუთაისის "მადლიერების სახლის" ბენეფიცირებმა საჭმელში თაგვის ცურცლი იპოვეს.მათი თქმით, ეს პირველი შემთხვევა არაა და საჭმელში თმა ბევრჯერ უნახავთ.

"მაშინვე მივმართეთ "მადლიერების სახლის" კვების მენეჯერს და მზარეულებსაც, მაგრამ აქეთ გამოგვლანძღეს, გვითხრეს თქვენ ჩაყარეთო. მერე უფროსმა აგვიყვანა და ბოდიშები გვიხადა სულ", - ამბობს "მადლიერების სახლის" ბენეფიციარი, მირანდა ნემსიწვერიძე.

მათივე თქმით საჭმელში ცურცლი საკვების სახლში წაღების შემდეგ იპოვეს. 

"მადლიერების სახლის" დირექტორი, თამთა ბაკურაძე ამბობს, რომ  ჯერ დასადგენია საჭმელში ნაპოვნი ცურცლი არის თუ არა. "ლაბორატორიაში არის წაღებული საკვები შესამოწებლად, რომლის პასუხი რამდენიმე დღეში იქნება", - ამბობს თამთა ბაკურაძე. 

რაც შეეხება ბრალდებას შურაცხყოფის შესახებ, თამთა ბაკურაძის თქმით, თანამშრომლები ბენეფიციარებს მეგობრულად ექცევიან და სისუფთავის ყველა ნორმაც დაცულია. 

"მადლიერების სახლი"  მერიის დაქვემდებარებაშია. წელს სახლს დაახლოებით 800 ბენეფიციარი ჰყავს, რომელთა მომსახურება დღეში 2. 14 ლარი ჯდება. 

"იმ შემთხვევაში თუ რომელიმე ბენეფიციარს, რაიმე სახის პრეტენზია გაუჩნდება ადგილზევე მყისიერად ხდება ფაქტის გადამოწმება. ჩვენი მთავარი საზრუნავია 800-მა ბენეფიციარმა მაქსიმალურად ისარგებლოს მადლიერების სახლის სერვისებით და მომსახურეობა მაღალი ხარისხით მოხდეს", - გვითხრეს მერიაში. 

"ქუთაისიპოსტი"