გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

მეორე კვარტალში მშპ-ს ზრდის ტემპმა 7,1% შეადგინა

19-09-2022

მიმდინარე წლის II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 17 979.4 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7.1 პროცენტი შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორი გაიზარდა 8.2 პროცენტით

 

საქსტატის ინფორმაციით,2022 წლის მეორე კვარტალში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (75.9 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (18.6 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (27.7 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (10.9 პროცენტი), განათლება (12.0 პროცენტი), საბითუმო და საცალო ვაჭრობა (3.0 პროცენტი). კლება აღინიშნა შემდეგ დარგებში: ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (-12.7 პროცენტი), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (-2.7 პროცენტი), მშენებლობა (-3.2 პროცენტი).

 

საქსტატის ცნობითვე, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (16.5 პროცენტი) და დამამუშავებელი მრეწველობა (10.9 პროცენტი). შემდეგ პოზიციებს იკავებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (10.0 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (8.3 პროცენტი), მშენებლობა (7.6 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.5 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (6.0 პროცენტი), ხელოვნება, გართობა და დასვენება (4.8 პროცენტი).