გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

კახა ოქრიაშვილი: ოცნებამ 2021 წელს გააყალბა და გაინაღდა არჩევნები და ახლა გაახუთმაგა ხალხის პარსვა

19-09-2022

7 სექტემბრიდან პარკირების წესის დარღვევაზე ჯარიმა, 10 ლარის ნაცვლად, 50 ლარს შეადგენს. პარკირების ამ კაბალური წესების დაცვა კი ფაქტობრივად შეუძლებელია.

 

გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 2022 წლის მხოლოდ 8 თვეში დაჯარიმებულთა რიცხვი 2021 წელთან შედარებით გაზრდილია დაახლოებით 30 %-ით.

დასკვნა: ოცნებამ 2021 წელს გააყალბა და გაინაღდა არჩევნები და ახლა გაახუთმაგა ხალხის პარსვა - ამის შესახებ პარტია "პროგრესი და თავისუფლებას" ლიდერმა, კახა ოქრიაშვილმა განაცხადა.

 

"შევახსენებ მოსახლეობას, რომ თბილისის მერიამ თითო ლურჯი ავტობუსი 250 000 ევროდ შეიძინა, მაშინ, როცა სხვადასხვა ქვეყნებმა იგივე ავტობუსი 170 000 -180 000 ევროდ შეიძინეს. კალაძეს ამ კითხვებზე პასუხი არ გაუცია.

 

ყველა კვლევა გვიჩვენებს, რომ „რუსული ოცნება“ ხალხის მხარდაჭერას კარგავს და ხელისუფლების ცვლილება გარდაუვალია. ყველა შესაძლო კორუფციული გარიგება იქნება შესწავლილი დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემის მიერ და დამტკიცების შემდეგ, მოპარული თანხა მიმართული იქნება საქართველოს ბიუჯეტში!" - განაცხადა ოქრიაშვილმა.