გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი ღარიბაშვილი: ანტონიო გუტიერეშთან შეხვედრაზე მოსაზრებები გავცვალეთ საერთო დღის წესრიგთან დაკავშირებით, რაც მოიცავს გლობალურ მშვიდობას, მდგრადი განვითარების მიზნებსა და ურთიერთობების გაძლიერებას გაეროსა და საქართველოს შორის

20-09-2022

გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტიერეშთან შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ეხმაურება.


მთავრობის მეთაურის თქმით, ანტონიო გუტიერეშთან შეხვედრაზე მოსაზრებები გაცვალეს საერთო დღის წესრიგთან დაკავშირებით, რაც მოიცავს გლობალურ მშვიდობას, მდგრადი განვითარების მიზნებსა და ურთიერთობების გაძლიერებას გაეროსა და საქართველოს შორის.

"ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტიერეშთან. მოსაზრებები გავცვალეთ საერთო დღის წესრიგთან დაკავშირებით, რაც მოიცავს გლობალურ მშვიდობას, ბრძოლას კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ, მდგრადი განვითარების მიზნებსა და ურთიერთობების გაძლიერებას გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და საქართველოს შორის. ვაფასებთ გაეროს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ",- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.