20-09-2022
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, ასეთ მძიმე მომენტში როდესაც მძევლების სიცოცხლეა ფსონზე, პოლიციაზე ქილიკი და ცეცხლზე ნავთის დასხმა, არ მიაჩნია სწორ ქმედებად.
„რა ემოციებიც არ უნდა გვაწვებოდეს ბანკში მომხდართან დაკავშირებით, ასეთ მძიმე მომენტში როდესაც მძევლების სიცოცხლეა ფსონზე, პოლიციაზე ქილიკი და ცეცხლზე ნავთის დასხმა, არ მიმაჩნია სწორ და მორალურ ქმედებად“- წერს ანჯაფარიძე.