20-09-2022
„ღალატის პარტიის ადეპტები, როგორც ყოველთვის, ებრძვიან სახელმწიფოს, რადგან მათი კრიმინალურ- "kაგებეშნიკური" მენტალიტეტის მარწუხები მათ მეტ გასაქანს არ აძლევენ“ - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ქუთაისში მომხდარ შემთხვევას.
მისი თქმით მინისტრი გომელაური და შს სამინისტრო ძალისხმევას არ იშურებენ, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდეს, ხოლო ამ რთულ სიტუაციაში უსამშობლო არაადამიანები ოფიცრებს ამუნათებენ.
„მავნებლობა და ქვეყნის მტრობა ნაცოპოზიციისა და მისი მარიონეტი მედიის სამარცხვინო 'სავიზიტო ბარათია'. იმის მაგივრად, რომ ქუთაისში მძევლების გათავისუფლების და დამნაშავის განეიტრალებაში პოლიციას დაუდგნენ გვერდში, ნაცპარაზიტები, ჩვეულებისამებრ, კრიმინალის გვერდით დადგნენ. ამ რთულ სიტუაციაში უსამშობლო არაადამიანები ოფიცრებს ამუნათებენ. მინისტრი გომელაური და შს სამინისტრო ძალისხმევას არ იშურებენ, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდეს. ღალატის პარტიის ადეპტები, როგორც ყოველთვის, ებრძვიან სახელმწიფოს, რადგან მათი კრიმინალურ- "კაგებეშნიკური" მენტალიტეტის მარწუხები მათ მეტ გასაქანს არ აძლევენ“- წერს აბაშიძე Facebook-ზე.