გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ოთარ შამუგიამ იტალიური წარმოების ღვინის ჩამოსხმისა და ეტიკეტირების სპეციალური შეკვეთით დამზადებული მანქანის მუშაობის სპეციფიკას გაეცნო

21-09-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან ერთად, კომპანიის „მხოლოდ კარგი ღვინოები“ იტალიური წარმოების ღვინის ჩამოსხმისა და ეტიკეტირების სპეციალური შეკვეთით დამზადებული მანქანის მუშაობის სპეციფიკას გაეცნო.


როგორც მობილური საწარმოს მფლობელმა, ვასილ მანაგაძემ აღნიშნა, სპეციალიზებული მანქანის მომსახურების საშუალებით, მცირე და საშუალო ზომის მარნებს წვდომა აქვთ მაღალტექნოლოგიურ დანადგარებზე, რომელიც მევენახეებს უმცირებს პროდუქციის თვითღირებულებას და ზრდის მათი პროდუქციის საბოლოო ფასს.


აღსანიშნავია, რომ მობილური სერვისით აღჭურვილი მანქანა უკვე ოთხი თვეა ოპერირებს და 30-მდე მარანს უკვე გაუწია მომსახურება.

კომპანიაში 5 ადამიანია დასაქმებული, რომლებსაც სპეციალური გადამზადება იტალიაში ჩაუტარდათ.


პროექტის ჯამური ღირებულება 700,000 ევროს შეადგენს. კომპანიამ სტარტაპებისათვის შეღავათიანი აგროლიზინგით ისარგებლა, სესხის პროცენტის სუბსიდირებას სოფლის განვითარების სააგენტო ახდენს.