გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

საქართველომ ლონდონში გამართულ საკვებისა და სასმელის საერთაშორისო ღონისძიებაში - "Fresh Produce Consortium Awards" მიიღო მონაწილეობა

21-09-2022

სააგენტოს "აწარმოე საქართველოში", USAID სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერითა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, საქართველომ ლონდონში გამართულ საკვებისა და სასმელის საერთაშორისო ღონისძიებაში - "Fresh Produce Consortium Awards" მიიღო მონაწილეობა.


"Fresh Produce Consortium Awards"-ზე საქართველო წარმოდგენილი იყო მაღალი საექსპორტო პოტენციალის მქონე ადგილობრივი ნაწარმით, კერძოდ: კაკლოვანი კულტურები, ჩაი, სუნელები, მშრალი ხილი, და სხვა...


აღნიშნულ ღონისძიებაზე მონაწილეობის მიზანი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე ქართული აგროპროდუქტების პოპულარიზაცია და უცხოელ პოტენციურ პარტნიორებთან თუ დამკვეთებთან ბიზნესკავშირების დამყარება იყო.


ღონისძიებას ესწრებოდნენ ისეთი მსხვილი სავაჭრო ქსელის წარმომადგენლები, როგორიცაა Asda, Tesco, Waitrose, Ocado, Morrisons.