გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

მომავალ წელს შესაძლოა პენსია გაიზარდოს

20-06-2018

2019-2020 წლებში პენსია შესაძლოა 20-20 ლარით გაიზარდოს. 
ამის შესახებ პრემიერ- მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოვიდა.
„მთავრობა გააგრძელებს მიზნობრივ სოციალურ პროგრამებს მოწყვლადი ჯგუფების მატერიალური მდგომარეობის შესამსუბუქებლად. გაფართოვდება შშმ პირთა, ხანდაზმულთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა ფიზიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ მიმართული ღონისძებები. მათ შორის დაგეგმილია სახელმწიფო პენსიების ზრდა 2019-2020 წლებში 20-20 ლარის ოდენობით, რისთვისაც ჩვენ საშუალოვადიან ბიუჯეტში გავითვალისწინეთ დამატებით დაახლოებით 400 მლნ ლარი“ - განაცხადა ბახტაძემ.