გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ნინო წილოსანი თანასწორობის თაობის ლიდერთა ჯგუფის წევრად აირჩიეს

21-09-2022

დეპუტატი ნინო წილოსანი თანასწორობის თაობის ლიდერთა ჯგუფის წევრად აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას წილოსანი საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ავრცელებს.


მისი თქმით, აღნიშნული ჯგუფის წევრობა მას საშუალებას აძლევს, წარმოადგინოს საქართველოს პარლამენტი როგორც მრჩეველმა და მომავალი ოთხი წლის განმავლობაში მონაწილეობა მიიღოს თანასწორობის თაობის ინიციატივებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში:

„მაქვს პატივი თანასწორობის თაობის ლიდერთა ჯგუფის წევრად ვიყო არჩეული. ჯგუფის წევრობა საშუალებას მაძლევს წარმოვადგინო საქართველოს პარლამენტი, როგორც მრჩეველმა და მომავალი ოთხი წლის განმავლობაში მონაწილეობა მივიღო თანასწორობის თაობის ინიციატივებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.


ბუნებრივია, ეს ყოველივე უდიდესი გამოწვევა და პასუხისმგებლობაა, ამიტომ, ძალისხმევას არ დავიშურებ იმ საერთო მიზნის მისაღწევად, რომელიც თანასწორობის თაობის მონაწილეებმა აიღეს. განსაკუთრებით მიხარია, რომ საქართველოც შეუერთდა თანასწორობის თაობის ფორუმს და გლობალური მობილიზაციის ფარგლებში აიღო სახელმწიფო ვალდებულებები ორი თემატური მიმართულებით. გენდერული ნიშნით ძალადობის აღმოფხვრა და ინოვაცია, ტექნოლოგიები გენდერული თანასწორობისთვის“, - ამბობს წილოსანი.