გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

დღეის მდგომარეობით, კახეთში 142 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

22-09-2022

მიმდინარე წლის 22 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში, 142 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული. აქედან, 75 ათას ტონამდე რქაწითელი, 58 ათას ტონამდე საფერავი, 4 ათას ტონამდე კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.


ღვინის საწარმოებს ყურძენი 13 000-მდე მევენახემ ჩააბარა, მათი შემოსავალი 141 მილიონ ლარს აღწევს. გადამუშავებული რქაწითელიდან 14 ათასი ტონა ყურძნის 1 კილოგრამის ფასი 95 თეთრიდან 1.10 ლარამდე დაფიქსირდა. კომპანიების მიერ მევენახეებისგან შესყიდული საფერავის ჯიშის ყურძნის მთლიანი მოცულობიდან 35 ათას ტონამდე საფერავში, კილოგრამში გადახდილია 1.55-დან 1.75 ლარამდე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხარისხიან ყურძენზე მოთხოვნა არსებობს და ფასი შესაბამისია.


რთველი აქტიურ ფაზაშია კახეთის უმეტეს რეგიონში, გარდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტისა, რომელიც რთველის პროცესში, ტრადიციულად, მოგვიანებით ერთვება.


რთველის საკოორდინაციო შტაბში ამ დროისთვის დარეგისტრირებულია 400-ზე მეტი ღვინის კომპანია და მარანი. ამ ეტაპამდე ყურძნის დაწურვის პროცესში 205 საწარმო იყო ჩართული. ყურძნის დღე-ღამური გადამუშავება 10 ათასი ტონის ფარგლებშია.


გასული წლების ანალოგიურად, რთველის ორგანიზებულად ჩატარებას, ჩასაბარებელი ყურძნის აღრიცხვიანობისა და მიკვლევადობის უზრუნველყოფის სამუშაოებს კოორდინაციას რთველის შტაბი უწევს.