გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

„კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ - პროგრამის განხილვას ნინო თანდილაშვილი დაესწრო

22-09-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, პროგრამის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში, პროგრამის მმართველი კომიტეტის შეხვედრას დაესწრო.


შეხვედრაზე, მიმდინარე წლის იანვარი-ივნისის საანგარიშო პერიოდში, პროგრამის ფარგლებში მიღწეული პროგრესი და წლის ბოლომდე განსახორციელებელი გეგმები განიხილეს.


ნინო თანდილაშვილმა აღნიშნა, რომ პროგრამა საქართველოს კლიმატის ცვლილებების პროცესებთან ადაპტაციაში ეხმარება, რათა გაუმჯობესდეს ბუნებრივი სტიქიური პროცესების პროგნოზირება და მოქალაქეების დროული ინფორმირება.


„პროგრამის ფარგლებში, 139 მეტეოროლოგიური და 15 აგრომეტეოროლოგიური სადგური შევიძინეთ, რომელიც საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ეტაპობრივად განთავსდება. გარდა ამისა, მიმდინარეობს ტექნოლოგიური სისტემების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, რაც სპეციალისტებს, მომდევნო წლების განმავლობაში, ამინდის უკეთესად პროგნოზირებაში დაეხმარება. პროგრამის ფარგლებში, აღმოსავლეთსა და დასავლეთ საქართველოს ცალკეულ მდინარეებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა, რაც ადგილობრივ მოსახლეობას მოსალოდნელი წყალმოვარდნებისგან დაიცავს. მნიშვნელოვანია, რომ პროგრამა ცნობიერების ამაღლების კომპონენტსაც მოიცავს“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.


სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა, მრავალმხრივი კატასტროფების რისკების შეფასებისა და მართვის საინფორმაციო სისტემის ჩამოყალიბების მიზნით, პროგრამის ფარგლებში არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებზე იმსჯელეს.


პროგრამა შვედეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA), კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით და საქართველოს მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით მიმდინარეობის.


შეხვედრას საქართველოს მთავრობის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.