გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

დავით კირკიტაძე: დავით კეზერაშვილის შესახებ ნიკა მელიას განცხადება უცნაურია

22-09-2022

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით კირკიტაძე აცხადებს, რომ დავით კეზერაშვილის შესახებ ნიკა მელიას განცხადება უცნაურია.


დავით კირკიტაძემ​ ​კომენტარი გააკეთა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას მიერ საქართველოს პირველი არხის ეთერში გაკეთებულ გუშინდელ განცხადებაზე, რომ „რაც უფრო შორს იქნება პოლიტიკური სპექტრისგან კეზერაშვილი, მით უკეთესი იქნება პირადად მისთვის და ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის, მით უფრო ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში“.


კირკიტაძის თქმით, ახლა ისრების სხვაგან გადატანა და ენერგიის ხარჯვა სხვა საკითხებზე არ არის სწორი.


„უცნაური განცხადებაა. ბუნებრივია, ჩვენი, არა მხოლოდ ოპოზიციის, ყველა ამ ქვეყნის პატრიოტის მთავარი ამოცანა დღეს არის ის, რომ ოლიგარქი, რომელიც აშორებს ჩვენს ქვეყანას ევროპას, რომელმაც ამდენი პრობლემა შეუქმნა ჩვენს ხალხს და ხელთ უპყრია ძალაუფლება, მიტაცებული აქვს ხელისუფლების აბსოლუტურად ყველა შტო, ეს არის ქვეყნის მთავარი პრობლემა. ახლა ისრების სხვაგან გადატანა და ენერგიის ხარჯვა სხვა საკითხებზე, ჩემი აზრით, არ არის სწორი“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ „ფორმულას“ ეთერში.