პარასკევი, მაისი 23, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
ზურაბ ქადაგიძე გიგა მაქარაშვილს: სტრასბურგის მასშტაბითაც თქვენი სამოქალაქო აქტივიზმი, რომ ნულის ტოლია ხომ დარწმუნდით?!

22-09-2022

,,ქართულ კანონმდებლობასთან მწყრალად ხართ ჩვენ კი ვიცით, მაგრამ სტრასბურგის მასშტაბითაც თქვენი სამოქალაქო აქტივიზმი,რომ ნულის ტოლია ხომ დარწმუნდით?!’’ - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოში მიმდინარე დავას, რომელიც გიგა მაქარაშვილმა და ზურაბ ბერძენიშვილმა საქართველოს წინააღმდეგ წააგეს.

 

როგორც ანალიტიკოსი ვარაუდს გამოთქვამს, იმედია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მაინც დარწმუნდებიან, რომ მათი აქტივიზმი ნულის ტოლია.

 

,,ევროპის მასშტაბითაც მოგვეჭრა თავი?)))))))) ჩვენი რადიკალ-აქტივისტები დარჩნენ ხოშტარიას დროშის ტარების ამარა... აბა, ახლა დაიწყეთ, როგორ მოისყიდა ოცნებამ ევროპული სასამართლო... ქართულ კანონმდებლობასთან მწყრალად ხართ ჩვენ კი ვიცით, მაგრამ სტრასბურგის მასშტაბითაც თქვენი სამოქალაქო აქტივიზმი, რომ ნულის ტოლია ხომ დარწმუნდით?! მოკლედ, ისევ საოკუპაციო ხაზთან ჩახდას მიაწექით, მინიმუმ კანონს არ დაარღვევთ და უხერხულობაზე ნუ იდარდებთ, მაინც შორს ხართ მორალთან და კულტურასთან,’’ - წერს ქადაგიძე.