22-09-2022
„პოლიციის საქმიანობისათვის ხელის შეშლა უგულებელყოფს დემოკრატიულ საზოგადოებაში პარლამენტის ეფექტიანად მუშაობის მნიშვნელობას. თუკი ამ ვერდიქტის სამართლიანობაში ვინმეს ეჭვი ეპარება, ხოშტარიასთან და ნაყოფიასთან ერთად ვურჩევ პუტინის რეზერვში გაწევრიანებას“- ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ 2019 წლის ნოემბერში პარლამენტის შენობასთან გამართული დემონსტრაციის დროს, საქართველოს ხელისუფლებამ საკმარისი ტოლერანტობა გამოიჩინა დემონსტრაციის მონაწილეების მიმართ.
„სტრასბურგის სასამართლომ მკაფიოდ უთხრა "ნაცების" ქუჩის აქტივისტებს - დემოკრატიის პროცესის მონაწილეებმა პატივი უნდა სცენ ეროვნულ კანონმდებლობას! პოლიციის საქმიანობისათვის ხელის შეშლა უგულებელყოფს დემოკრატიულ საზოგადოებაში პარლამენტის ეფექტიანად მუშაობის მნიშვნელობას. ამას ამბობს ადამიანთა უფლებებში ევროპის უზენაესი მსაჯული. თუკი ამ ვერდიქტის სამართლიანობაში ვინმეს ეჭვი ეპარება, ხოშტარიასთან და ნაყოფიასთან ერთად ვურჩევ პუტინის რეზერვში გაწევრიანებას“- წერს აბაშიძე Facebook-ზე.