გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

პირველი ივლისიდან სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომობილების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება იწყება

21-06-2018

მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომობილების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება დაიწყება. 

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შეუფერხებელი გავლა შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით მოქმედ 27 ინსპექტირების ცენტრში, რომელიც 37 ინსპექტირების ხაზს ფლობს. 

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის გამარტივების და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, შეიქმნა ვებ-გვერდი (www.pti.ge), რომლის საშუალებითაც მომხმარებელს საშუალება ექნება ნებისმიერ ხელმისაწვდომ ინსპექტირების ცენტრში ტექნიკური ინსპექტირების გასავლელად დაგეგმოს ვიზიტი მისთვის სასურველი თარიღის და დროის გათვალისწინებით. აღნიშნული ვებ-გვერდი 2018 წლის იანვრიდან ხელმისაწვდომია ნებისმიერი მომხმარებლისთვის.
აგრეთვე, 2018 წლის 3 იანვრიდან ამოქმედდა ცხელი ხაზი - 1484, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ეტაპობრივად ამოქმედების პროცესისა და პირობებით დაინტერესებულ ადამიანებს ემსახურება და აწვდის შესაბამის ინფორმაციას.