გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ილია დარჩიაშვილი: პრემიერ-მინისტრმა თავის გამოსვლაში ერთ-ერთი მთავარი აქცენტი გააკეთა, როდესაც ის საუბრობდა ჩვენი როგორც რეგიონული, ისე გლობალური უსაფრთხოების გამოწვევების გამკლავების მიმართულებით

23-09-2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თავის გამოსვლაში, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი აქცენტი გააკეთა, როდესაც საუბრობდა ის ჩვენი როგორც რეგიონული, ისე გლობალური უსაფრთხოების გამოწვევების გამკლავების მიმართულებით. მან სრული მხარდაჭერა აღუთქვა უკრაინას მათი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხაზით. საქართველო ომის დაწყების დღიდან მხარში უდგას უკრაინას და მხარს უჭერს მათ საერთაშორისო მასშტაბით და ის მხარდაჭერა, რომელიც საქართველომ გასწია უკრაინისთვის მთელი ეს პერიოდი, სწორედ ამაზე ჰქონდა პრემიერს აქცენტი გაკეთებული და ის, რომ საქართველო მომავალშიც გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად. მთავარი აქცენტი აქ გლობალურ ერთიანობაზე იყო, მსოფლიო თანამეგობრობის, რათა დაიძლიოს ეს ურთულესი გამოწვევა ჩვენს რეგიონში და გლობალურ სივრცეში," - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა გაეროს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე პრემიერის სიტყვით გამოსვლაზე საუბრისას განაცხადა. 


მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრმა კონკრეტული აქცენტი გააკეთა ოკუპაციასთან მიმართებაში.


„ასევე პრემიერ-მინისტრმა კონკრეტული აქცენტი გააკეთა ოკუპაციასთან მიმართებაში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის მთავარი სამშვიდობო პოლიტიკა, რომელსაც მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით ჩვენი მთავრობა ასე ვთქვათ აწარმოებს, იქნება ერთ-ერთი ძლიერი მთავარი ფაქტორი იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია დავასრულოთ მშვიდობით და ჩვენი ქვეყნის ერთიანობა აღდგეს რაც შეიძლება მალე,"- განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.