გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

რომეო მიქაუტაძე „ევროკავშირი გარემოს დაცვისთვის" პროგრამის რეგიონურ ასამბლეაში მონაწილეობს

23-09-2022

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე „ევროკავშირი გარემოს დაცვისთვის" (EU4Environment) რეგიონული ასამბლეის მე-4 შეხვედრაში მონაწილეობს.


თავის გამოსვლაში მინისტრის მოადგილემ დადებითად შეაფასა EU4Environment-ის პროგრამის მნიშვნელობა საქართველოსთვის და ყურადღება გაამახვილა მწვანე ეკონომიკის განვითარებაზე.


რომეო მიქაუტაძემ გამოყო პრიორიტეტული მიმართულებები, როგორიცაა მცირე და საშუალო საწარმოებში რესურსეფექტური და სუფთა წარმოების პრაქტიკისა და მწვანე ინოვაციების დანერგვა, მწვანე ზრდის ინდიკატორების განვითარება და სხვ. მან დეტალურად ისაუბრა იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც საქართველოში ხორციელდება ქვეყნის მდგრადი და ინკლუზიური განვითარებისთვის.


EU4Environment-ის პროგრამა ეხმარება ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანას (საქართველო, მოლდოვა, უკრაინა, აზერბაიჯანი, სომხეთი და ბელორუსი) მწვანე ეკონომიკის განვითარებაში, იმგვარი მართვის და ეკონომიკური განვითარების მექანიზმების დანერგვაში, რომელიც შეამცირებს გარემოზე ზეგავლენის რისკებს და ხელს შეუწყობს ბუნებრივი რესურსების შენარჩუნებას და მოსახლეობის ეკოლოგიური კეთილდღეობის გაუმჯობესებას.