გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ზაზა გაბუნიამ მთის კანონის შეღავათებით მოსარგებლე ოჯახები მოინახულა

21-06-2018

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია, ქედის, შუახევისა და ხულოს მაჟორიტარ დეპუტატ – ანზორ ბოლქვაძესთან, ქედის მერ – ლევან გორგილაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე – შუქრი თურმანიძესთან ერთად ქედაში მცხოვრებ იმ ოჯახებს ესტუმრა, რომლებიც „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეღავათებით სარგებლობენ დასხვადასხვა სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში ხელი შეეწყოთ მცირე მეწარმეობის განვითარებაში. 

ეს მათთვის სტიმული აღმოჩნდა დაბრუნებულიყვნენ ქალაქიდან სოფლად. 

ზაზა გაბუნიამ სოფელ გეგელიძეებში 35 წლის თამარ ბალაძის მეურნეობა მოინახულა, რომელიც ქალაქიდან დაბრუნდა და მცირე მეწარმეობას მიჰყო ხელი. გახსნა ყვავილების სათბური, აქვს ჟოლოს პლანტაცია, ამჟამად, აწყობს ღვინის მარანს და აშენებს საოჯახო სასტუმროს. 

ზაზა გაბუნია: "მოვინახულეთ ოჯახები, რომლებიც დაუბრუნდნენ სოფელს და იქ წამოიწყეს სამეწარმეო საქმიანობა. ისინი სარგებლობენ "მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ” კანონით გათვალისწინებული შეღავათებით და სხვა სახელმწიფო პროგრამებით და რაც მთავარია, მათ აქვთ დიდი მოტივაცია და უნარი . ეს არის ჩვენი ერთ ერთი მთავარი მიზანი, რასაც სოფლის გაძლიერება ჰქვია. ძალიან მიხარია ასეთი აქტიური მოქალაქეების გაცნობა, ისინი სამაგალითო ადამიანები არიან." 
კომიტეტის თავმჯდომარე ადგილზე გაეცნო ოჯახების სამეწარმეო პოტენციალსა და შესაძლებლობებს. 

„მიხარია, რომ ეკონომიკურად ასეთ აქტიურ მოსახლეობას ვხედავ. მათი ხელშეწყობა უმნიშვნელოვანესია შემოსავლიანი ოჯახების არსებობისთვის და ადგილზე დოვლათის შექმნის თვალსაზრისით“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

თავის მხრივ, მეწარმეებმა, მთავარ სტიმულად მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირებისა და მეწარმე სუბიექტების გადასახადებთან დაკავშირებული შეღავათები დაასახელეს.