სამშაბათი, მაისი 20, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
ელენე ხოშტარია: ვის აინტერესებს ,,რაზბორკები”დავით კეზერაშვილთან მე ვპარტნიორობ და ვიპარტნიორებ

25-09-2022

,,არც კეზერაშვილი არც სხვა არ იქნება ოლიგარქი, რადგან არავის ჭკუაზე არ ვივლი და ჩემი ფასეულობებით გადავწყვიტავ,” - წერს პარტია ,,დროას” დამფუძნებელი ელენე ხოშტარია. ასევე, ხოშტარია ოპოზიციას ურჩევს, რომ მათი ,,რაზბორკები” არავის აინტერესებს, როგორც ის Facebook სტატუსში აღნიშნავს, ის დავით კეზერაშვილთან თანამშრომლობს და მომავალშიც ასე აპირებს.

 

,,კიევიდან კიდევ უფრო მძაფრად ჩანს რამხელა პასუხისმგებლობა გვაქვს ოპოზიციას. იმპერიას ვებრძვით და ამ დროს მარტივ კითხვაზე რას შვება ოპოზიცია მარტივი პასუხია საჭირო. ვის აინტერესებს ‘რაზბორკები’. დავით კეზერაშვილთან მე ვპარტნიორობ და ვიპარტნიორებ. ასევე ვიპარტნიორებ იმასთან ვინც ბიძინას წინააღმდეგ იქნება. არც კეზერაშვილი არც სხვა არ იქნება ოლიგარქი, რადგან არავის ჭკუაზე არ ვივლი და ჩემი ფასეულობებით გადავწყვიტავ. 6 თვეა დავით კეზერაშვილის და მისი ცოლის დაფინანსებით ვინახავთ უკრაინელებს. მოკლედ საქმეს მივხედოთ და წესიერება ურთიერთობაში შევინარჩუნოთ,”- წერს ხოშტარია.