გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ტექნიკური ინსპექტირების გაუვლელობის 2 555 სამართალდარღვევა გამოავლინეს

21-06-2018

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2018 წლის იანვარ-მაისში 2555 სამართალდარღვევა დააფიქსირა, რომლებიც გულისხმობდა იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვას ან სამართავად სხვა პირისთვის გადაცემას, რომელსაც დადგენილი წესით პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება არ გაუვლია.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1 იანვრიდან დაიწყო და ეტაპობრივად ხორციელდება.

პირველ ეტაპზე, აღნიშნული შემოწმება სავალდებულო იყო სამგზავრო (8 ადგილზე მეტი) და სატვირთო (3,5 ტონის ზემოთ) ავტომობილებისთვის.

აქვე გაცნობებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს მთავრობის  2017 წლის 1 დეკემბერის  დადგენილების („ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე) შესაბამისად, მიმდინარე წლის 1 ივლისიდან  დაიწყებს სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირებას.

მიმდინარე წლის ოქტომბრიდან კი სავალდებულო ტექნიკურ შემოწმებას  დაექვემდებარება დიდი მოცულობის (3.0 და ზემოთ) ძრავის მქონე ავტომობილები.

საქართველოში რეგისტრირებული მთლიანი ავტოპარკის ტექნიკური ინსპექტირების პროცესი 2019 წლის ბოლოს დასრულდება.