გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შვეიცარიაში მყოფმა ქართულმა დელეგაციამ საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ემიგრაციაში წასული ნიკოლოზ და ზურაბ ჩხოტუების საფლავები ყვავილებით შეამკეს

21-06-2018

შვეიცარიაში მყოფი ქართული დელეგაციის წარმომადგენლებმა ქალაქ ჟენევასა და ლოზანაში საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ემიგრაციაში წასული ნიკოლოზ და ზურაბ ჩხოტუების საფლავები მოინახულეს და ყვავილებით შეამკეს. 
დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა, ჟენევაში გაერო-ს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ვიქტორ დოლიძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვეიცარიის კონფედერაციაში დავით ჯალაღანია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენელი, არზაყან ემუხვარის (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარე) შთამომავალი ნატო მარშანია.
საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ აფხაზური არისტოკრატიული გვარის წარმომადგენლები ნიკოლოზ და ზურაბ ჩხოტუები ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასახლდნენ სადაც დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ. სიცოცხლის ბოლო წლები მათ შვეიცარიაში გაატარეს. დაკრძალულნი არიან: ნიკოლოზ ჩხოტუა - ქ. ჟენევა, Communa Bardonnex – Commanderie de Compeieres; ზურაბ ჩხოტუა - ქ. ლოზანა, Prilly, Vaud, Cimetiere communal Chretien.
ნიკოლოზ (ნიკი) ჩხოტუა წლების განმავლობაში ჩამდგარი იყო მალტის ორდენის დიპლომატიურ სამსახურში. ის, ოჯახთან ერთად, სან-ფრანცისკოში ცხოვრობდა და, როგორც მალტის ორდენის ელჩმა, საელჩოები დააარსა კოსტა-რიკაში, ბრაზილიაში, მექსიკაში, ჩილეში, პერუსა და ესპანეთში. ნიკოლოზ ჩხოტუას დიდი მეგობრობა აკავშირებდა ცნობილ ქართველ ემიგრანტებთან - გრიგოლ რობაქიძესთან და ირაკლი ბაგრატიონთან, ესპანეთის მეფის ხუან კარლოსის ოჯახთან და იმ დროის სხვა ცნობილ ადამიანებთან.
ზურაბ ჩხოტუა გასული საუკუნის 50-იან წლებში ასრულებდა ამერიკის შეერთებულ შტატებში დამოუკიდებელი საქართველოს საფრანგეთში მყოფი დევნილი მთავრობის არაოფიციალური წარმომადგენლის ფუნქციას. მან უდიდესი წვლილი შეიტანა რადიოსადგურ „თავისუფლების“ ქართული რედაქციის დაარსებაში. ხელი შეუწყო იმას, რომ საქართველოს საკუთარი ადგილი ჰქონოდა ამერიკული მთავრობის ეგიდით შექმნილ „თავისუფალი ევროპის კომიტეტში“. ზურაბ ჩხოტუა, ცივი ომის პირველივე წლებიდან იდგა საქართველოს პოლიტიკურ ემიგრანტთა ამერიკის სახელისუფლებო წრეებთან დაახლოება-თანამშრომლობის საწყისებთან. პირადად იცნობდა აშშ-ის იმ დროის სახელმწიფო მდივანს დინ აჩისონს და ამერიკული პოლიტიკური ელიტის სხვა თვალსაჩინო წარმომადგენლებს.