გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

რატი იონათამიშვილი: მიდის ნადირობა კეზერაშვილის კრიმინალურ ფულზე მათი მხრიდან. ფაქტია, რომ ამ ადამიანებს მატერიალური კეთილდღეობის იქით, არანაირი ინტერესები არა აქვთ

27-09-2022

სიბინძურე, რომლის დანერგვასაც საზოგადოებაში ცდილობდა „ნაციონალური მოძრაობა“, საბოლოოდ საკუთარ პარტიაში დანერგა - ეს არის სიძულვილი, ბოღმა, შუღლი, დაპირისპირება ერთმანეთში და მეორეს მხრივ, მიდის ნადირობა კეზერაშვილის კრიმინალურ ფულზე მათი მხრიდან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.


„ფაქტია, რომ ამ ადამიანებს მატერიალური კეთილდღეობის იქით, არანაირი ინტერესები არა აქვთ. და ორმაგი სტანდარტები, როდესაც ამბობენ, რომ თურმე კეზერაშვილი ოლიგარქი არ არის მათთვის, როდესაც, პირიქით, როდესაც კეზერაშვილი ოლიგარქის ყველაზე მარტივ კრიტერიუმებშიც კი აბსოლუტური სტატუსით არის“, - განაცხადა იონათამიშვილმა.