გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ისრაელიდან ჟურნალისტებს, ბლოგერებსა და ინფლუენსერებს უმასპინძლა

28-09-2022

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციის ორგანიზებით ისრაელიდან მაღალრეიტინგული გამოცემების ჟურნალისტების, ბლოგერებისა და ინფლუენსერებისთვის პრეს-ტური გაიმართა.  ისრაელის წამყვანი მედია საშუალებების წარმომადგენლებმა ძველი თბილისი დაათვალიერეს და კახეთს ეწვივნენ.

 

ჟურნალისტების, ბლოგერებისა და ინფლუენსერებისთვის კულინარიული მასტერკლასი გაიმართა. ისრაელის მედიის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტული პროდუქტების, კულტურისა და გასტრონომიის შესახებ სტატიებს, ბლოგებსა და პოსტებს ამზადებენ.  საქართველოს შესახებ სტატიებს ისრაელის პოპულარული სამოგზაურო გამოცემები Atmosphera, Roa Olam, Passport News, ასევე  ისრაელის უმსხვილესი ავიაკომპანიის  ELAL airline-ისა და   Israir Airlines საბორტო ჟურნალები გამოაქვეყნებენ.