21-06-2018
გრძელდება “საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2017”-ის გამარჯვებულების ასპარეზობა 2018 წლის მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატზე.
ამჯერად საქართველოს სახელით ქ. თელავის N 1 საჯარო სკოლის გოგონათა და ქ. ქუთაისის N 3 საჯარო სკოლის ვაჟ კალათბურთელთა გუნდები ითამაშებენ.
ერთ კვირიანი სპორტული ტურნირისთვის მსოფლიოს 29 ქვეყნის ახალგაზრდა სპორტსმენები ემზადებიან. ამჯერად მასპინძელია სერბეთის დედაქალაქი ბელგრადი, სადაც სერბეთის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და სერბეთის კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებით ISF მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატი 3x3 კალათბურთში იმართება.
საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ორგანიზატორები არიან საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი.
საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გენერალური სპონსორია ვითიბი ბანკი.