გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ევროპისსაბჭოს საერთაშორისო კონფერენციაზე სათათბირო პროცესებთან დაკავშირებული შესაძლებლობები განიხილეს

29-09-2022

ევროპისსაბჭოს საერთაშორისო კონფერენციამ "სათათბირო დემოკრატიის სამომავლო ხედვები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ" სათათბირო დემოკრატიის თემის ირგვლივ გააერთიანა საჯარო ხელისუფლების, მუნიციპალიტეტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების 80-ზე მეტი წარმომადგენელი, რომლებმაც ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად განიხილეს სათათბირო პროცესებთან დაკავშირებული შესაძლებლობები.

 

ევროპის საბჭოს, ვორარლბერგის მთავრობის/ავსტრიის, ღია მმართველობის პარტნიორობის ლოკალური პროგრამის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა მონაწილეებს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება და მოსაზრებები სათათბირო მონაწილეობის მექანიზმების გაძლიერების კუთხით.

 

ღონისძიების ფარგლებში 15-მა საპილოტო მუნიციპალიტეტმა, თბილისმა, მარნეულმა, ახმეტამ, ამბროლაურმა, ბოლნისმა, ბორჯომმა, გორმა, ზესტაფონმა, თელავმა, თეთრიწყარომ, ონმა, ოზურგეთმა, რუსთავმა, ჩოხატაურმა და წყალტუბომ ხელი მოაწერეს ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს ევროპის საბჭოს პროექტთან "მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში" თანამშრომლობის შესახებ ეფექტური, მდგრადი და ინკლუზიური გადაწყვეტილებების მიღებისა და ფუნქციონალური დემოკრატიის უზრუნველსაყოფად.