გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

დიდი სამამულო ომის დაწყებიდან დღეს 77 წელი სრულდება

22-06-2018

კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სისხლიანი, მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან დღეს 77 წელი სრულდება. 

ფაშისტური გერმანია 1941 წლის 22 ივნისს ომის გამოუცხადებლად დაესხა თავს საბჭოთა კავშირს, თუმცა ევროპის ტერიტორიაზე ჰიტლერის გერმანია სამხედრო ოპერაციებს 1939 წლიდან აწარმოებდა, რის შედეგედაც მან პრაქტიკულად ევროპის უდიდესი ნაწილი დაიმორჩილა.

საბჭოთა კავშირთან ომის დაწყების პირველ წელს ფაშიასტებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს და ქვეყნის სიღრმეში თითქმის ურალის ქედამდე, აგრეთვე კავკასიონამდე შევიდნენ, თუმცა საბჭოთა არმიამ, რომელსაც გენერალ-სიმუსი იოსებ სტალინი ხელმძღვანელობდა, შეძლო და საბრძოლო უპირატესობა თანდათანობით თავის სასარგებლოდ შემოაბრუნა.

საბოლოოდ კი, მეორე მსოფლიო ომი ფაშისტური გერმანიის უსიტყვო კაპიტულაციით და საბჭოთა კავშირის გამარჯვებით დასრულდა.

საქართველოდან მეორე მსოფლიო ომში დაახლოებით 700 ათასი ჯარისკაცი იბრძოდა, საიდანაც ნახევარი უკან ვეღარ დაბრუნდა.